Belive

პეპ გვარდიოლა: "ჩემთვის ბარსელონას კარი დახურულია"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლა სახელგანთქმულ ლა მასიას აკადემიას ბავშვობაში შეუერთდა და დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრა "ბარსელონას" ცხოვრებით - მოთამაშის და მწვრთნელის რაგში. ის გახდა იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდის" განუყოფელი ნაწილი - 90-იანი წლების დასაწყისში , 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით კი შექმნა ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ისტორიაში. მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობის შემდეგ, 2016 წლიდან მართავს "მანჩესტერ სიტის" და მიიყვანა გუნდი ისტორიაში პირველ ტრიპლეტთან. 2023 წელს ის არ გამორიცხავდა ბარსაში მწვრთნელად დაბრუნებას, თუმცა COPE-სთან ინტერვიუში პეპმა რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა.

სამომავლო პერსპექტივაში, ჩემთვის ბარსელონას კარი დახურულია. რაც შეეხება ბერნარდუ სილვას, იმედი მაქვს, რომ ის დარჩება. რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური მოთამაშეა, უძვირფასესი ელემენტია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

წლების განმავლობაში ბევრს ლაპარაკობდნენ კატალონიური კლუბის ინტერესზე, მაგრამ ბარსას არასდროს დაურეკავს მის შესახებ. თუ ფეხბურთელი გინდა, ამის შესახებ კლუბს უნდა უთხრა, თუმცა ბარსელონას ეს არ გაუკეთებია - განაცხადა გვარდიოლამ

როგორც ცნობილია, სილვას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ფუნტი აქვს მითითებული, მაგრამ ბარსას შესაძლოა გაუჭირდეს ასეთი თანხების მოზიდვა, მისი ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სხვა სტატიები