პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 2 რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპები ოფიციალურად დასრულებულია. ახლა უკვე, ყველა, ოთხივე გუნდის ვინაობა ცნობილია, რომლებიც ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
პირველი ნახევარფინალური წყვილი მილანური დერბი იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი მანჩესტერ "სიტისა" და მადრიდის "რეალის" სუპერდაპირისპირებას ვიხილავთ.
პეპ გვარდიოლამ "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 2 ახალი რეკორდი დაამყარა.
რეკორდი #1 - პეპ გვარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ყველაზე ცოტა მატჩში (158 მატჩში) 100 გამარჯვება მოიპოვა.
რეკორდი #2 - პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომლის გაწვრთნილი გუნდიც მეათედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.