Belive

ტერ შტეგენი ბარსელონაში 2028 წლამდე დარჩება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კატალონიურ კლუბში 2028 წლამდე დარჩება. გერმანელი კარის დარაჯის კონტრაქტი 2025 წელს იწურებოდა, თუმცა, ორმხრივი შეთანხმების შემდეგ, ტერ შტეგენმა "ბარსაში" დარჩენა გადაწყვიტა. 

ფინანსური საკითხების გამო, "ბლაუგრანა" 31 წლის მეკარისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობდა, რადგან პარალელურად, ინიაკი პენიას დარეგისტრირებას ცდილობდნენ, რომ "ვილიარეალთან" შეხვედრაში თამაში შეძლებოდა. 

სხვა სტატიები