ისტორიული შედეგი - ანგე პოსტეკოღლუმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგის მე-9 ტურში შინ "ფულემი" 2:0 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რითიც პირველი 9 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის ცხრილს ლიდერობს.
ლონდონის "ტოტენჰემის" 58 წლის ავსტრალიელი მწვრთნელი - ანგე პოსტეკოღლუ კი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგით შევიდა.
კერძოდ კი, პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც პრემიერ ლიგურ კლუბს, პირველ 9 მატჩი 23+ ქულა აქვს მოგროვებული.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოსა და სექტემბრის თვეში, პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ "ტოტენჰემის" თავკაცი - ანგე პოსტეკოღლუ დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელებად კი ჯეიმს მედისონი და სონი აღიარეს.
"ტოტენჰემი" შემდეგ მატჩს 27 ოქტომბერს, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.