პეპ გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მცდელობა აუცილებელია - თუ ბევრჯერ ცდი, შეიძლება გაიმარჯვო"
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნის" ბარიერის დაძლევის და ორმატჩიან დუელში გამარჯვების (3:0, 1:1 - 4:1) შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.
"უკვე ზედიზედ სამი წელია, რაც ჩვენ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავდივართ.
პირველ ტაიმში ბევრი ვიბრძოლეთ, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე, კომანის და სხვების წინააღმდეგ.
მათ ჰქონდათ ერთი ან ორი შანსი პენალტამდე, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს საჯარიმოში. მეორე ტაიმი ბევრად, ბევრად უკეთესი იყო.
ჯეკი დაცვაში ძალიან დაგვეხმარა, ხოლო ერლინგი დამასრულებელ ფაზაში შესანიშნავი იყო. მანჩესტერში მართლაც საოცარი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა აქ გამარჯვების მოსაპოვებლად განსაკუთრებული არაფერი გვქონდა. ფეხბურთელები გრძნობდნენ იმ გამოცდილებას, რომელიც ამ ტურნირზე გვაქვს.
მე ვიცი ამ სტადიონის შესახებ, როგორ შეუძლიათ მათ ირწმუნონ და დაიჯერონ გუნდის და როგორი ზეწოლის შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს საჯარიმოში. ვფიქრობ, ამ კომპონენტში წინა სეზონის შემდეგ ყველაზე მეტად გავუმჯობესდით.
ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის მცდელობა გჭირდება. თუ ბევრჯერ ცდი, ბოლოს შეიძლება გაიმარჯვო", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
"ქალაქელები" უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4ფინალურ ეტაპზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 9 მაისს მადრიდში, ხოლო საპასუხო შეხვედრა 16 მაისს, მანჩესტერში გაიმართება.