გვარდიოლა: "დარწმუნებული ვარ ბარსელონაში დასაბრუნებლად მესი ყველაფერს გააკეთებს"
ESPN-თან საუბრისას "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მესის კატალონიურ კლუბში ხილვა ისევ სურს. ესპანელ სპეციალისტს ლეოსი სჯერა და ამბობს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მშობლიურ კლუბში დასაბრუნებლად.
"დარწმუნებული ვარ ბარსელონაში დასაბრუნებლად მესი ყველაფერს გააკეთებს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ლეოსთან ერთად მცდელობას არ დააკლებს ჟოან ლაპორტაც. ვიმედოვნებ ისეთ გამომშვიდობებას მიიღებს, როგორსაც იმსახურებს. მოედანზე ჩემი ადგილი მინდა, რომ მისი გამომშვიდობებით ვისიამოვნო." - განაცხადა გვარდიოლამ ESPN-თან საუბრისას.
Pep Guardiola: “I’m sure Leo Messi will try everything to return to Barcelona”, told ESPN 🚨🔵🔴 #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 10, 2023
“I’m sure Joan Laporta will try to make it happen and Messi the same — I hope he can say goodbye as he deserved, I want to be on my own seat on the field to enjoy his farewell”. pic.twitter.com/7ytNzWQ7tx
აღსანიშნავია, რომ ევროპული სპორტული მედია-საშუალებები Agence France-Presse-ზე დაყრდნობით აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი საკლუბო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ირკვევა, რომ ლიონელ მესის დამატება “ალ-ჰილალს” სურს, რომელიც ლეო მესის მარადიული კონკურენტის, კრიშტიანუ რონალდუს “ალ-ნასრის” პრინციპული მეტოქეა, ამით კი ფეხბურთელების დაპირისპირება კვლავ აღდგება. როგორც მედიაში გავრცელებული ცნობებიდან ვიგებთ, ლიონელ მესისთან პირადი შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული ანაზღაურება კი 600 მილიონ ევროს მიაღწევს.
თავად გვარდიოლას წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. "მანჩესტერ სიტი" "რეალთან" განმეორებით შეხვედრას მანჩესტერში, 17 მაისს გამართვას. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.