Belive

ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე მბაპეს რეკორდი მოხსნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერ "სიტიმ" "ლაიპციგს" (0:2)-დან მოუგო და ცხრილში 100%-იანი ქულათა მარაგი აქვს. თამაშის შემოტრიალება ერლინგ ჰოლანდის გოლით დაიწყო და ეს გოლი ორი რეკორდის მიზეზი გახდა.

> ეს იყო ჰოლანდის რიგით მე-40 გოლი მხოლოდ 35 შეხვერაში, ნორვეგიელი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც 40 გოლის გატანა ყველაზე ნაკლებ თამაშში მოახერხა, აქამდე ეს რეკორდი რუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა, მან 40 გოლი 45 მატჩში გაიტანა.

> 23 წლის ჰოლანდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 40 გოლამდე მივიდა, ეს რეკორდი 2022 წლის ნოემბერში კილიან მბაპეს ჰქონდა დამყარებული.

ზოგადად, ეს კვირა ჰოლანდისთვის რეკორდებითაა დატვირთული, მაგალითად ჰოლანდი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში 50 გოლი ყველაზე ცოტა შეხვედრაში გაიტანა - 48. ნორვეგიელმა ენდი კოულს აჯობა, რომელსაც 50 გოლის გასატანად 65 შეხვედრა დასჭირდა.

სხვა სტატიები