მანჩესტერ სიტი აიუბ ბუადის ტრანსფერს უახლოვდება
მანჩესტერ სიტი მაროკოს ნაკრებისა და ლილის ნახევარმცველის, აიუბ ბუადის შეძენასთან ახლოსაა. 18 წლის ფეხბურთელმა, სიტისთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, თუმცა კლუბებს შორის, საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ლილი, ბუადის სანაცვლოდ, 100 მილიონ ევროს (85 მილიონი ფუნტი) ითხოვს. როგორც ცნონილია, ტრანსფერის შემთხვევაში, სიტის მთავარი მწვრთნელი, ენცო მარესკა, ახალგაზრდა ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას გეგმავს.
მანჩესტერელები, მაროკოელ ფეხბურთელს, ესპანელი ნახევარმცველის, როდრის ძირითად შემცვლელად მოიაზრებენ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გარშემო კი, ძირითადად ორი ესპანური კლუბი, მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა აქტიურობს. ცოტა ხნის წინ, სიტიმ, როდრის თაობაზე, ბარსელონას 45-მილიონიანი შეთავაზება უარჰყო, რის გამოც, კატალონიელები იძულებულნი არიან, როდრის შესაძენად, სატრანსფერო ფასი გაზარდონ. სიტი პრაქტიკულად უკვე შეგუებულია ესპანელი ნახევარმცველის გუნდიდან წასვლას, რომელსაც კონტრაქტის ამოწურვამდე, ისედაც 1 წელი დარჩა.
რაც შეეხება მაროკოელ ფეხბურთელს, მანჩესტერელთა რიგებში გადასვლის შემთხვევაში, ნახევარდაცვის ხაზში, ის ელიოტ ანდერსონს შეუწყვილდება, რომელიც მანჩესტერ სიტიში, გასულ თვეში, ნოტინგემ ფორესტიდან, 116 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის, სიტი ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ახალგაზრდა მაროკოელი, სულ ცოტა ხანში, "ეტიჰადზე" ვიხილოთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ მანჩესტერ სიტი, პრემიერ ლიგის ახალ, 2026/27 წლების სეზონს 23 აგვისტოს, ბორნმუთის წინააღმდეგ მატჩით გახსნის.
🚨🚨| BREAKING: Manchester City and LOSC Lille are 𝐅𝐈𝐍𝐀𝐋𝐈𝐙𝐈𝐍𝐆 the last details of their agreement for Ayyoub Bouaddi.
— CentreGoals. (@centregoals) August 10, 2026
The transfer is now considered close, with Lille set to receive the expected €100M.
[@sachatavolieri] pic.twitter.com/eyZfxYcmN1