Belive

"პენალტების სერია, უმეტეს შემთხვევაში სუსტ გუნდს უწყობს ხელს" - ბერძნული მედია

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ჩვენმა ნაკრებმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში საბერძნეთი დაამარცხა და გამარჯვება გადაჭედილ "დინამო არენაზე" იზეიმა.

მატჩის შემდეგ ბერძნულ სპორტულ საიტზე gazzetta.gr-ზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც საბერძნეთის ქომაგების და მედიის უკმაყოფილებაა გამოხატული:

სიმწარე. ბევრი სიტყვა არ არის საჭირო იმის აღსაწერად, საქართველომ როგორ გაანადგურა ჩვენი ნაკრები. საბერძნეთი გერმანიაში დიდ შეკრებაზე არ იქნება და ეს მარცხია. აღნიშნული შედეგის განსხვავებულად დახასიათება შეუძლებელია.

კვალიფიკაცია პენალტების სერიაში არ უნდა გადაწყვეტილიყო. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ქართველებმა უკეთ ითამაშეს, საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა გაათანაბრა და გოლის მოპოვება მეორე ტაიმში ან დამატებით დროში შეიძლებოდა. იმ მომენტში, როდესაც მატჩი რუსულ რულეტკამდე მივიდა, იღბალმაც თავისი როლი ითამაშა და ჩვენ არ გაგვიღიმა. ეს არის ფეხბურთი.

დასკვნა ის არის, რომ გუსტავო პოიეტის შემადგენლობა ტურნირს დაბალი ხარისხის გუნდით გამოეთიშა. საქართველოს დიდი საფეხბურთო თვისებები არ გამოუჩენია, აჩვენა ვნება და ძალა, თუმცა, ეს იყო ის ელემენტები, რომლებიც საბოლოოდ მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ბერძენმა ფეხბურთელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და ყველაფერი გააკეთეს მატჩის მოსაგებად, მაგრამ პენალტების სერია, უმეტეს შემთხვევაში სუსტ გუნდს უწყობს ხელს. გუშინ კი ცხადი იყო, რომ კვალიფიკაციას პენალტების სერიაში ქართველები მოიპოვებდნენ.

ყოველივე ზემოთქმული არის მიზეზი იმისა, რომ ეროვნული ნაკრების ბანაკში ყველა ფიქრობს, დაკარგა ოცნების ასრულების უზარმაზარი შესაძლებლობა. მიაღწიონ იმას, რაც შეცვლიდა მათ ცხოვრებას. მათ დიდი დრო დასჭირდებათ ამის გადასალახად, ამ ღამის გონებიდან წაშლა ყველას გაუჭირდება. ახლა დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როდის მიეცემა საბერძნეთს მსგავს ტურნირზე მონაწილეობის შესაძლებლობა.

ატმოსფეროს თვალსაზრისითაც კი, სტადიონის მუხტი არ იყო ის, რასაც ქართველები მატჩის წინა დღეს „არეკლამებდნენ“. დიახ, სტადიონი სავსე იყო, მაგრამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერ ვიტყვით, რომ ქუხდა. ბერძენ კოლეგებთან ერთად "დინამო არენაზე" მატჩის დაწყებამდე დაახლოებით სამი საათით ადრე მივედით. არაფერი გვიგვრძნია.

მატჩის დროსაც მსგავსი შეგრძნება იყო. დიახ, ხალხს ეს ნამდვილად სურდა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ხალხი ყველა მხარეს, ყველა კუთხეში, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ფინალში, სადაც არ უნდა შეტრიალდე, წყლიან თვალებს დაინახავდი. საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებს გამოცდილებამ ვერ უშველა და სტადიონის კლიმატმა მათზე ძალიან იმოქმედა, რამაც საბოლოოდ მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

შთამბეჭდავი იყო ქართველების პენალტების სერია. ამის შემდეგ იყო ხალხის დადანაშაულება საბერძნეთის ნაკრების მისამართით, თუ რატომ მოხდა ეს, რატომ ვერ დაარტყეს უკეთესად, რატომ დაარტყა კონკრეტულმა მოთამაშემ პენალტი ან რატომ ვერ იქნა გამოყენებული ზუსტად.

ეს დღე ძალიან კრიტიკული იყო. ამ ეროვნულ გუნდს რიგებში ჰყავს ბავშვები და მათ ვერავინ განსჯის რაიმე შეცდომით.

ეს ბიჭები არიან, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნული გუნდი გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მიჰყავდათ. რამაც ყველას გვაფიქრებინა, რომ დიდი კვალიფიკაციის დრო დადგა. მათ დასამტკიცებელი არაფერი აქვთ. ისინი არიან ვინც ფინალში გამარჯვება ვერ მოახერხეს. თუმცა, ეს არ ამართლებს კანიბალიზმს. ეროვნული ნაკრები მიღწეულ პროგრესს უნდა დაეყრდნოს და ისინი ამ მოლოდინს გაამართლებენ. - ბერძნული მედია - gazzetta.gr

სხვა სტატიები