"ძალიან მინდა ორივე თამაში მოვიგოთ" - გეორგი არუთინიანი
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებში სომხეთს დაუპირისპირდება, პირველი შეხვედრა 20 მარტს ერევანში, ხოლო 23-ში თბილისში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
მატჩამდე სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გეორგი არუთინიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
უნგრეთში (კლუბში) ძალიან კარგად მიმიღეს და ყველა საკითხში დამეხმარნენ, ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. ინტენსიური ჩემპიონატია და ინდივიდუალურადაც ერთი-ერთზე ბევრი ბრძოლა გვიწევს, იქ დიდ სათამაშო დროს ვიღებ, რაც ჩემთვის ძალიან კარგია. ის, რომ ჩვენი გუნდი პირველ ადგილზეა, ნიშნავს, რომ კარგი დონე გვაქვს, შეგვიძლია, რომ ვაჯობოთ ისეთ გუნდებსაც, როგორიცაა "ფერენცვაროში". ჩემპიონატში სხვა გუნდებიც არიან, რომლებიც კონკურენციას გვიწევენ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა, ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
მთავარი მწვრთნელი ("პუშკაში აკადემიას") ჯოლე თორნიაკი და მე ხშირად ვსაუბრობთ სომხეთის ნაკრებზე და ზოგადად ჩემპიონატზე, იხსენებს ხოლმე სომხეთში მწვრთნელობის პერიოდს და იმას თუ ვის წვრთნიდა იქ და ხანდახან დამცინის და მეუბნება, რომ ჩემზე უკეთ ლაპარაკობს და ესმის სომხური. აუცილებლად უნდა ვეცადო, რომ გავაუმჯობესო სომხურად საუბარი, ახლა, როდესაც მუდმივად ჩემს გუნდში ვთამაშობ, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ.
ადრე, როდესაც ნაკრებში სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვედი, ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ უკეთეს ფორმაში ვარ და იმედი მაქვს ამის დამტკიცებას მოედანზე შევძლებ. მწვრთნელთან საკომუნიკაციოდ ჯერ დიდი დრო არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ ამის დრო მაინც გვექნება.
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს დიდი ინტერესით ველით, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ასე, რომ ვთქვათ კავკასიური დერბი გვექნება. ძალიან მინდა ორივე თამაში მოვიგოთ. - გეორგი არუთინიანი - სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი