Belive

პელეს შემდეგ ბიკანიც - კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსმა" "სასუოლო" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მე-15 გოლით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, იოზეფ ბიკანის რეკორდი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ 35 წლის თავდამსხმელისთვის ეს კარიერაში 759-ე გოლი გახლდათ, ამაზე მეტი კი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის ისტორიაში არავის გაუტანია. ამ შედეგით 5 ოქროს ბურთის მფლობელი ჩეხ ფორვარდს გაუთანაბრდა, რომელმაც თავისი 759 გოლი 1931-55 წლებში გაიტანა. ამრიგად, მეტოქის კარის კიდევ ერთხელ დალაშქვრის შემთხვევაში, "ბებერი ქალბატონის" გოლეადორი ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდება. მიმდინარე სეზონში CR7-ის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში გატანილი 19 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 15 გოლით რონალდუ სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

იხილეთ მიმოხილვა: იუვენტუსი 3:1 სასუოლო

სხვა სტატიები