Belive

ბრაზილიელებს სურთ, რომ მესი მარაკანას დიდების დარბაზის წევრი გახდეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს, რომ ლიონელ მესის პატივი მიაგონ და ის ლეგენდარულ "მარაკანაზე" მიიწვიეს.

Reuters-ის ცნობით, ბრაზილიურ მხარეს სურს, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მისი ტერფის ანაბეჭდი "მარაკანს" დიდების დარბაზში დატოვოს. საინტერესოა, რომ რიო-დე-ჟანეიროს შტატის სპორტის დეპარტამენტმა მესის მოთხოვნა 2021 წელსაც, კოპა ამერიკის თასის მოგების შემდეგ, გაუგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დიდების დარბაზში მსოფლიო და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდების პელეს, გარინჩას, რიველინიოს და რონალდო ნაზარიოს ტერფის ანაბეჭდის ხილვაც შეიძლება.

მესის გარდა, არაბრაზილიელი ფეხბურთელების სია, რომელთაც წილად ხვდათ ამ საპატიო დარბაზში მოხვედრა, ასე გამოიყურება: ჩილელი ელიას ფიგეეროა, სერბი დეიან პეტკოვიჩი, პორტუგალიელი ეუსებიო,ურუგვაელი სებასტიან აბრეუ და გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.

სხვა სტატიები