ოლდ ტრაფორდის VIP ლოჟებში თაგვის ექსკრემენტები აღმოაჩინეს
მანჩესტერ იუნაიტედის სტადიონზე, VIP ლოჟებში, თაგვის ექსკრემენტები აღმოაჩინეს.
კლუბს წარსულში მღრღნელებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ჰიგიენის ინსპექტორებმა პრობლემები გასულ წელს დააფიქსირეს, ამის გამო, ოლდ ტრაფორდის კვების ჰიგიენის რეიტინგი ოთხიდან (მაქსიმალური 5 ვარკვლავია) 2 ვარსკვლავამდე შეუმცირეს.
მომდევნო თვეებში მანჩესტერ იუნაიტედმა დარღვევების გამოსასწორებლად არაერთი ზომა მიიღო, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, აპრილის შუა რიცხვებში ექსპერტების მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშში დეტალურად იყო აღწერილი თაგვის ექსკრემენტების აღმოჩენის შემთხვევები - სტადიონის შვიდ უბანზე.
ანგარიშის თანახმად, მანჩესტერის ლუქსი, რომელშიც „დიდი რაოდენობით ექსკრემენტი“ აღმოაჩინეს, ერთ ადამიანზე, დაახლოებით 600 ფუნტი სტერლინგი ღირს. ექსკრემენტები ოლდ ტრაფორდის სხვა VIP ზონებშიც იპოვეს - სასმელების დახლის ქვეშაც კი.
სხვა პრობლემებს შორისაა „ჭუჭყიანი“ ადგილები და ზოგიერთი საკვები პროდუქტის ეტიკეტირება. მაგალითად, პესტოს კონტეინერზე ეწერა „ერთი თვე“, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის ინსტრუქციის თანახმად, ის რვა დღის განმავლობაში უნდა გამოეყენებინათ.
🚨Manchester United have been hit with another two-star food hygiene rating after more mouse droppings were discovered at Old Trafford.
— UtdJoshua (@UtdJoshua03) May 20, 2025
United saw their rating plummet from four stars to two back in November and the following months have been spent working to restore it.
The… pic.twitter.com/m9wBbPSkiW