,,პელე პირველია, მესი კი ყველა დროის საუკეთესოებისგან შორს არის'' - ყოფილი არგენტინელი მეკარე
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, უგო გატიმ, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა:
,,ყველა დროის საუკეთესო პელეა, შემდეგ დი სტეფანო მოდის. მესამეზე კრუიფია, რომელიც ნამდვილი ფენომენი იყო, მეოთხეზე კი მარადონაა.
რამდენად შორსაა მათგან მესი? ვისურვებდი, რომ სხვაგვარად მეთქვა, მაგრამ ლეო შორს არის. მან შედარებით მარტივი ფეხბურთის ეპოქაში ითამაშა. ვუყურებდი მის მატჩებს ბარსელონაში, სადაც მასზე ყოველი შეხებისას ჯარიმას ნიშნავდნენ. თუმცა, არ ვაპირებ, რომ მისი მიღწევები არ ვაღიარო.
ზიდანიც ძალიან კარგი იყო, ასევე, რონალდოც. მახსოვს, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ვიღაცამ ბრაზილიელს ჰკითხა, რატომ არ ვარჯიშობდა, მან კი სიცილით უპასუხა: ,,მე ხომ ბანკში 100 მილიონი მაქვს.'' უბრალოდ ფენომენალური იყო.'' - უგო გატი
უგო გატი რამდენიმე არგენტინულ გუნდში, მათ შორის ,,რივერ პლეიტსა'' და ,,ბოკა ხუნიორსში'' თამაშობდა. ვეტერანი მეკარე არგენტინის ეროვნული ნაკრების კარს 1966-1977 წლებში იცავდა.