Mundo Deportivo | "მესიმ მოდრიჩის ტრანსფერი მოითხოვა - ბექჰემმა მოთხოვნა დაადასტურა"
ლუკა მოდრიჩის გასაოცარი და ტიტულოვანი კარიერა მადრიდის რეალში დასასრულს მიუახლოვდა. 13 სეზონის განმავლობაში ჩატარებული 393 მატჩის, ლა ლიგის 4 და ჩემპიონთა ლიგის 6 ტიტულის შემდეგ, მოდრიჩმა სამეფო კლუბის ფანებს ღია წერილით მიმართა.
39 წლის ხორვატი ვარსკვლავი მადრიდის რეალის გულშემატკივრებს დაემშვიდობა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემის "Mundo Deportivo"-ს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი დიდი ალბათობით ინტერ მაიამიში გადავა, სადაც 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2.5 მილიონ დოლარს აიღებს.
როგორც Mundo Deportivo ირწმუნება, ლეო მესიმ პირადად მოითხოვა ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი, რაზეც ბექჰემმა უპასუხა, რომ მას თავადაც დიდი ხნის განმავლობაში სურდა ლუკას მის კლუბში ხილვა.
Les gustaría ver a Modric jugando con Messi en el Inter Miami? 🇭🇷⚽️🏝️🩷 pic.twitter.com/IcH9nPbDXN
— Sebas Crackbol (@Crackbol10) May 22, 2025
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა რეალის მაისურით ლა ლიგის 393 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხორვატი ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული და ექვსჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს.