Belive

კატარში ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა - რა ელის ფინალისიმას?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატარის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა ტურნირი და მატჩი გადაიდება იქამდე, სანამ ახალი შეტყბინება გავრცელდება.

შედეგად, არგენტინასა და ესპანეთს შორის დიდი ხნის ნანატრი ფინალისიმა, რომელიც დოჰაში 27 მარტს უნდა გამართულიყო, შესაძლოა, ახალ ადგილას გადაიტანონ ან სხვა თარიღში ჩანიშნონ - FIFA-ს ამ საკითხზე ოფიციალური დასტური ჯერ არ გამოუქვეყნებია.

არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში დაძაბული მდგომარეობაა (რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო), კატარის მთავრობამ გაავრცელა სამშვიდობო შეტყობინება, მაგრამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია. ქვეყანაში არ ხორციელდება კომერციული რეისები - მთავრობამ ყველა გააფრთხილა, რომ სიფრთხილის მიზნით სახლში დარჩნენ.

სხვა სტატიები