Belive

პედრისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის 1/4-ფინალში გერმანია ესპანეთთან დამატებული დროის ბოლო წუთზე 2:1 დამარცხდა.

მატჩის დაწყებიდან 4 წუთში ტონი კროოსსა და პედრის შორის შეჯახება მოხდა, რომელიც ესპანელი ფეხბურთელისთვის მძიმე აღმოჩნდა, მისი შეცვლა დაუყოვნებლივ გახდა საჭირო, როგორც საბოლოოდ გაირკვა პედრი ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.

ტონი კროოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით პედრის ბოდიში მოუხადა, ესპანელმა ფეხბურთელმა კი პასუხი დღეს დაუბრუნა:

გერმანიაში ევრო 2024-ზე ჩამოვედი და აქ ბოლომდე დავრჩები, რადგან ოცნება გრძელდება. დროა სხვა გზით შევიტანოთ წვლილი ამ დიდებულ ოჯახში, რასაც ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჰქვია, მე ვგრძნობ ყველა თქვენგანის მხარდაჭერას. უმძიმესმა მომენტმა უკვე ჩაიარა და დასაბრუნებელი გზა ახლა იწყება, რადგან ბარსასთან ერთად სრულით ძალებით მზად ვიყო.

მადლობა ტონი (კროოს) შეტყობინებისთვის, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. შენი კარიერა და რეკორდები სამუდამოდ დარჩება. - პედრი - ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
View this post on Instagram

A post shared by Pedri González (@pedri)

ესპანეთი ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება, მატჩი 9 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები