Belive

ბარსელონას პედრი და გავი უბრუნდებიან - ისინი ლევანტესთან ითამაშებენ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ბანაკში კარგი სიახლეა. გუნდს ერთ-ერთი ლიდერი პედრი დაუბრუნდა და მან გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ასევე დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდება გავიც, რომელმაც გუნდთან ერთად 2025 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად ივარჯიშა.

ბარსელონას თამაშებს ძალიან ეტყობოდა, რომ კლუბს ტრავმირებული ჰყავდა პედრი, რომელმაც ტრავმა 21 იანვარს სლავიასთან ჩემპიონთალიგურ დაპირისპირებაში მიიღო, რის შემდეგაც, მას ოვიედოსთან, კოპენჰაგენთან, ელჩესთან, ალბასეტესთან, მალიორკასთან, ატლეტიკოსა და ჟირონასთან გამართული მატჩების გამოტოვება მოუწია.

რაც შეეხება გავის, 21 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ბოლოს 2025 წლის 23 აგვისტოს ითამაშა, შემდეგ კი მუხლის უმძიმესი დაზიანება მიიღო.

ესპანურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ესპანელი ფეხბურთელები ლევანტესთან შეხვედრისთვის მზად იქნებიან. ბარსელონასა და ლევანტეს დაპირისპირება 22 თებერვალს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები