იტალიურმა გუნდმა კონტრაქტი ძაღლთან გააფორმა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიურმა ემპოლიმ, რომელიც ქართველებისთვის ნაცნობი კლუბია (აქ ლევან მჭედლიძე, რომან ჭანტურია და საბა გოგლიჩიძე თამაშობდნენ) და ამჟამად სერია B-ში თამაშობს, კონტრაქტი ძაღლთან გააფორმა.
ძაღლი მეტსახელად მაუი ოფიციალურად გახდა ემპოლის თილისმა: მან ზუსტად ისეთივე გაფორმების პროცედურა გაიარა, როგორიც პროფესიონალ ფეხბურთელებს აქვთ. მაუის კლუბის შარფი მოარგეს და ფოტოსესიაც მოეწყო.
/i/b/e/1795065786302199234.png)
როგორც აღინიშნება, ამ შეთანხმებით მაუის სტატუსი განმტკიცდა: ის ახლა მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებებში, გამოჩნდება ტრიბუნებზე და მედიაში, ასევე იქნება კლუბის ცოცხალი სიმბოლო.
ემპოლი იტალიის სერია B-ში გასავარდნ ზონაშია: ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ კლუბს ცხრა ქულა აქვს და 20 გუნდს შორის მე-19 პოზიციას იკავებს.