Belive

პედრიმ ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო XI-ეული დაასახელა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა - პედრიმ, "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო XI-ეული დაასახელა. 

პედრის გუნდის კარში, მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იცავს. 

მცველები - ჟერარ პიკე, რაფა მარკესი, ხორდი ალბა და კარლეს პუიოლი

ნახევარმცველები - სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა და ხავი

თავდამსხმელები - ლიონელ მესი, რონალდინიო და ლუის სუარესი. 

"იმედია სხვა ფეხბურთელები არ მიწყენენ, ჩემთვის ყველა დროის ბარსელონას საუკეთესო შემადგენლობა ასეთია.

არ შემეძლო რონალდინიოს არ დაყენება, იგი უბრალოდ გენიალური იყო. მესიზე ვერავინ იდავებს. ასე მგონია, რომ ვერც სუარესზე.

რაფა მარკესი ძალიან მიყვარდა, ის ბარსელონას ნამდვილი სული იყო პუიოლთან ერთად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათი საუკეთესო გუნდში შეყვანა.

ნახევარდაცვა ყოველთვის უცვლელი იქნება, რადგან ხავი-ბუსკეტსი-ინიესტას ნახევარდაცვის სამეული, მსოფლიო ფეხბურთში ყველა დროის საუკეთესო იყო და იქნება მუდამ, სანამ ეს სპორტი იარსებებს..." - პედრი

შეგახსენებთ, რომ პედრი "ბარსელონას" ღირსებას 2020 წლიდან იცავს და იგი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. 

ამჟამად, მას ტრავმა აწუხებს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი მომავალ თვეში, ელ კლასიკოში დაბრუნდება. 

სხვა სტატიები