Belive

გიორგი გულიაშვილი ბარსელონასთან მატჩში რასინგის განაცხადშია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, კოპა დელ რეის მერვედფინალში, სანტანდერის რასინგი კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს, მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

შესაძლოა, ხვალინდელ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილმა სანტანდერული გუნდის მაისურით პირველად ითამაშოს - 24 წლის შემტევი რასინგის განაცხადში მოხვდა.

გულიაშვილზე ესპანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტომაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის.

გიორგი გულიაშვილის სანაცვლოდ რასინგმა სარაევოს 2,5 მილიონი ევრო გადაუხადა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა.

სხვა სტატიები