ბარსელონას პრობლემები გრძელდება - არაუხო სეზონის სტარტს გამოტოვებს
ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველი - რონალდ არუხო, 2024/2025 წლების სეზონის სტარტს, იძულებითი ტრავმის გამო გამოტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც არაუხომ სამედიცინო კვლევები ჩაიტარა და დადასტურდა, რომ 25 წლის ურუგვაელი მცველი მინიმუმ 7-8 კვირას იუქმებს.
📽️ - ARAÚJO LOOKS TO HAVE PICKED UP A BAD INJURY!pic.twitter.com/CMeuzCt0dc
— Football Report (@FootballReprt) July 7, 2024
არაუხომ ტრავმა კოპა ამერიკის 1/4-ფინალში, მატჩის 30-ე წუთზე მიიღო, როდესაც ერთ-ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელის ჩაწოდებულს გადაეღობა და მოედანზე ტკივილის გამო დაეცა.
კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, რონალდ არაუხო აშშ-ში რჩებოდა და "ბარსელონასთან" ერთად წინასასეზონო ამერიკულ ტურნეში უნდა ჩართულიყო, თუმცა იგი ახლა კოპა ამერიკის დასრულებამდე (სანამ ურუგვაი იასპარეზებს) ნაკრებთან ერთად დარჩება, შემდეგ კი ბარსელონაში დაბრუნდება, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ახალი, 2024/2025 წლების სეზონი სტარტს 15 აგვისტოს აიღებს და 2025 წლის 25 მაისს დასრულდება, რონალდ არაუხო კი მინიმუმ პირველ მატჩს "ვალენსიას" წინააღმდეგ გამოტოვებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ნახევარფინალური დაპირისპირებები 10 და 11 ივლისს შედგება, სადაც არგენტინა კანადას, ხოლო ურუგვაი კოლუმბიას დაუპირისპირდება.