პედრი: "პსჟ-ზე შურისძიება გვსურს"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში, მოქმედ ჩემპიონ პსჟ-სთან მატჩის წინ, ბარსელონას ნახევარმცველი, პედრი მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ შარშანწინანდელ სეზონში წაგების გამო შურისძიება სურს.
"ეს შესაძლებელია ფეხბურთში საუკეთესო მატჩია, ან ერთ-ერთი საუკეთესო. პსჟ-მ აჩვენა, თუ რისი გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესები ვართ. ასე რომ, მოედანზე გავალთ და დავტკბებით, ეს სანახაობრივი დუელი იქნება.
შარშანწინ პსჟ-სთან მეოთხედფინალში წავაგეთ და მაშინ ყველა ჩვენგანმა ვიგრძენით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ეს რთული მატჩი გამოდგა და შურისძიება გვსურს", - ამბობს პედრი.
"ბარსა" პსჟ-ს 1 ოქტომბერს უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.