Belive

ფრენკი დე იონგი სიცხის გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ესპანეთის ლა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრაში ბარსელონა ატლეტიკო მადრიდს უმასპინძლებს, მატჩი 23:59 საათზე დაიწყება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ბარსელონას 34 ქულა აქვს და ცხრილის ლიდერია, ხოლო მადრიდულ გუნდს 31 ქულა უფიქსირდება და მე-4 პოზიციას იკავებს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თითოეული გუნდი რამდენიმე დანაკლისით ხვდება, მაგრამ კატალონიელებს შედარებით მეტი ფეხბურთელი გამოაკლდებათ, მათ არ ეყოლებათ: რონალდ არაუხო, ფერმინ ლოპესი, გავი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. ცოტა ხნის წინ უახლესი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომ სიცხის გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს ნიდერლანდელი ფრენკი დე იონგი.

ატლეტიკო მადრიდის რიგებში კი ვერ ითამაშებენ ლე ნორმანი და მარკოს ლორენტე.

სხვა სტატიები