Belive

ოფიციალურად | დანი ოლმო ელ კლასიკოს ტრავმის გამო გამოტოვებს

18 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონასა და პარიზულ გრანდს შორის გამართული გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გუნდებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. გარდა იმისა, რომ ბარსა პარი სენ-ჟერმენთან 2:4 დამარცხდა, გუნდმა უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა.

'Diario AS'-ის ინფორმაციით, დანი ოლმოს მიერ მიღებული ტრავმა, კუნთის გაწყვეტაა. პირველადი პროგნოზით, ესპანელ ნახევარმცველს 4-იდან 5 კვირამდე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კვირას, 00:00 საათზე ჩასატარებელ პრინციპულ დაპირისპირებას 'ელ კლასიკოს' გამოტოვებს.

გუშინდელი მატჩი ორივე გუნდისთვის საკმაოდ ძვირადღირებული და ტრავმებით სავსე აღმოჩნდა - მოედანზე ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი დაშავდა. ყველაზე მძიმე ტრავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ქართველი ვარსკვლავი საოპერაციოა და მას 6-იდან 9 თვემდე აღდგენითი პერიოდი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი, ფაქტობრივად, დასრულებულია.

კვარაცხელიასა და ოლმოს გარდა, დაზიანებები მიიღეს პარიზელთა ლიდერებმაც - უსმან დემბელემ და მარკინიოსმა ბარძაყის არეში მიღებული ტრავმების გამო მოედანი ნაადრევად დატოვეს და მათაც რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევთ.

ჰანსი ფლიკის გუნდისთვის დანი ოლმოს გამოკლება კრიტიკულ მომენტში მოხდა. მადრიდის რეალთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ბარსელონა პლეიმეიკერის გარეშე რჩება, რაც კატალონიელთა მთავარი მწვრთნელისთვის 'ელ კლასიკოს' წინ უდიდესი თავსატეხია.

სხვა სტატიები