Belive

პედრი: "ნიკო ვილიამსი ბარსელონასთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიკო ვილიამსი ევრო 2024-ზე შესანიშნავად ასპარეზობს და უკვე გავრცელდა ჭორები, რომ მისი დამატებით მრავალი კლუბია დაინტერესებული. ბოლო შეხვედრაში 21 წლის მოთამაშემ საქართველოს ნაკრებთან გოლისა და ასისტის შესრულება შეძლო.

ნიკო "ბარსელონასაც" დაუკავშირეს და ამასთან დაკავშირებით აზრი პედრისაც ჰკითხეს.

ამის შესახებ ბევრს არ ვსაუბრობთ. ეს გადაწყვეტილება თავად ნიკომ და "ბარსელონამ" უნდა მიიღოს. ცხადია, რომ კლუბისთვის საოცარი შენაძენი იქნება. მის შესაძლებლობებს ევროზე უკვე ვხედავთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენთან გადმოვა მაგრამ, ჯერ "ბილბაოსთან" აქვს კონტრაქტი. - განაცხადა პედრიმ Mundo Deportivo-სთან საუბრისას

ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს დამარცხებით 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც გერმანიას შეხვდებიან. მატჩი 5 ივლისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები