Belive

ჰანსი ფლიკი: "არაუხოს გოლმა ყველაზე მეტად გამახარა - ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი"

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ბარსელონა ესპანურ ტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს - ბარსელონამ თასის 1/4-ფინალში, სტუმრად ალბასეტე მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა, რითაც ტიტულის დაცვას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ბარსელონელთა მხრიდან მეორე გოლი გუნდის კაპიტანმა - რონალდ არაუხომ გაიტანა, რომელიც მისთვის პირველი გოლი იყო დიდხნიანი პაუზის შემდეგ.

არაუხოს გოლის შესახებ, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა ისაუბრა.

"ალბასეტემ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენი შანსები უკეთ უნდა გამოვიყენოთ და როდესაც ამდენი მომენტი გვექმნება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ.

ბოლომდე ვიბრძოდით და ფეხბურთელებისგან ასეთი დამოკიდებულების დანახვა კარგია. ვამაყობ. ამ ტიპის მატჩებში უბრალოდ უნდა მოიგო და ეს გავაკეთეთ. ნახევარფინალში ვართ და ბედნიერები ვართ.

არაუხომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოუმატოს. მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომელიც თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარება. რონალდმა შეხვედრა ბედნიერმა, მაგრამ დაღლილმა დაასრულა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის გახარებული და მომღიმარი დავინახე, რაც ბოლო პერიოდში მას ნამდვილად აკლდა..." - ჰანსი ფლიკი

არაუხოს, რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე კვირა ბარსელონაში რთული პერიოდი ჰქონდა - ჩემპიონთა ლიგაზე, ჩელსისთან მიღებული უაზრო წითელი ბარათის შემდეგ, მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა იმდენად მძიმე იყო, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ჰანსი ფლიკს დროებით დასვენება მოთხოვა, შემდეგ კი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც იგი სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ურუგვაელი მცველი ბარსელონას ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 193 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლი გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები