ჰანსი ფლიკი: "მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, რადგან საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა გვსურს"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება, სადაც ჩელსისა და ბარსელონას დაპირისპირება შედგება.
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ჩელსისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ჩელსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათი განვითარება ფანტასტიკურია, როგორც ფეხბურთელების, ასევე მწვრთნელის. ლონდონელების თამაშის ყურება სასიამოვნოა. ჩელსი ახალგაზრდული გუნდია და ეს ჩვენთვის კარგი მატჩი უნდა იყოს. თავდაჯერებულები ვართ და როგორც ყოველთვის, ვიბრძოლებთ.
რაფინია? ახლა მნიშვნელოვანია ისაა, რომ რაფინია დაბრუნდა. რაც შეეხება სათამაშო დროს, ეს კიდევ ერთი საკითხია, რასაც უნდა დავაკვირდეთ. სამედიცინო შტაბზე გაბრაზებული არ ვარ. მათი ძალიან კმაყოფილი ვარ. რაფინიას შემთხვევაში შეცდომა დავუშვით, მაგრამ ადამიანები ვართ - შეცდომას ყველა უშვებს. სამედიცინო შტაბს ვენდობით.
ბედნიერი ვარ, რომ გუნდში რაშფორდი გვყავს. ის გაციებული იყო, მაგრამ ახლა კარგადაა. მარკუსს თვალს მთელი კარიერის განმავლობაში ვადვენებდი და მისი თამაშით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი, თუ რისი გაკეთება შეუძლაია საჯარიმოში და ამას აქ, "ბარსელონაში", ამტკიცებს. ეს მისთვის ცვლილებაა - ფეხბურთის ახალი სტილი, ბარსელონა, კარგი ამინდი... მიხარია, რომ მას ყოველთვის მომღიმარს ვხედავ. ასეთი ატმოსფერო გვაქვს და ეს მისთვის ძალიან კარგია.
ჩვენი მიზანი პირველ 8 გუნდში მოხვედრაა, მაგრამ ვიცით, რომ ეს იოლი არაა. გასულმა წელმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ 8 საუკეთესო გუნდში არ ხარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც შეგიძლია. მთავარია, ჩვენი საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ და უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა." - ჰანსი ფლიკი
ჩემპიონთა ლიგაზე 4 განვლილი ტურის შემდეგ, ბარსელონა 7 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს, ჩელსი კი ასევე 7 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
ჩელსისა და ბარსელონას პრინციპული დაპირისპირება, 25 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.