Belive

"პატივისცემის ნაკლებობა" - ერიკ კანტონა სერ ალექსის გათავისუფლებაზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალი წლიდან სერ ალექს ფერგიუსონს დაემშვიდობება. ლეგენდარული მწვრთნელი ელჩის თანამდებობას დატოვებს. სერ ჯიმ რეტკლიფი, რომელიც "იუნაიტედის" უმსხვილესი ინვესტორი გახდა, სამეთვალყურეო ხარჯების შემცირებას ემხრობა და კლუბთან დაკავშირებული 250 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა.

ამ ფაქტს ასევე ლეგენდარული მანჩესტერელი ერიკ კანტონა გამოეხმაურა. ფრანგი ფეხბურთელი თვლის, რომ შოტლანდიელი სპეციალისტის მიმართ ეს დიდი უპატივცემულობაა.

სერ ალექს ფერგიუსონს უნდა ჰქონდეს უფლება სანამ ცოცხალია, "მანჩესტერ იუნაიტედში" ის გააკეთოს რასაც მოისურვებს. ეს პატივისცემის ნაკლებობაა. სერ ალექს ფერგიუსონი მუდამ ჩემი ბოსი იქნება და ყველას ნეხვის დიდ ტომარაში მოვისვრი. - განაცხადა ერიკ კანტონამ
View this post on Instagram

A post shared by Eric Cantona (@ericcantona)

ფერგიუსონმა, რომელიც დეკემბერში 83 წლის ხდება, 'ამბასადორის' თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც 2013 წელს მწვრთნელის პოსტი დატოვა. შოტლანდიელი გასულ ორშაბათს ოლდ ტრაფორდზე გამართულ შეხვედრას დაესწრო და როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების შესახებ პირადად იყო ინფორმირებული. ფერგიუსონის 12-წლიანი ელჩობის სტატუსი 2025 წელს დასრულდება. წყაროები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება იყო სრულიად მეგობრული და ყველაზე წარმატებულ მწვრთნელს, ოლდ ტრაფორდზე, ყოველთვის დიდი პატივით მიიღებენ.

ფერგიუსონმა იუნაიტედს, 20 წლის განმავლობაში, პრემიერლიგის 13 ტიტული მოაგებინა. კლუბმა ასევე მოიგო ხუთი ასოციაციის თასი, ოთხი ლიგის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სხვა სტატიები