ანრიმ კრიშტიანუ გააკრიტიკა | "გოლი სჭირდებოდა გუნდს და არა მას..."
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე ტურში , K ჯგუფში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, პორტუგალიის ნაკრებმა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ბარიერი ვერ მოუგო. მატჩი მოულოდნელი შედეგით, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კონგოელთათვის ეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი პირველი გოლი იყო.
შეხვედრა განსაკუთრებით წარუმატებელი გამოდგა პორტუგალიელთა კაპიტნისთვის, რომელიც მეექვსე მუნდიალს ატარებს. კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარა - შეხვედრის განმავლობაში მას მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელაც კი არ დაურტყამს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ცნობილმა ფრანგმა ვარსკვლავმა და ექსპერტმა - ტიერი ანრიმ, საფეხბურთო ანალიზის დროს რონალდუს თამაშსა და მის როლზე ისაუბრა. ანრიმ ხაზი გაუსვა, რომ აქცენტი გუნდურ შედეგზე უნდა გაკეთდეს და გუნდმა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუზე არ უნდა ითამაშოს.
'პორტუგალიისგან ყველა გაცილებით მეტს ველოდით, ვიდრე მათ კონგოსთან ითამაშეს. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი მატჩი, შთაბეჭდილება დარმჩა, რომ ისინი თითქოს ამხანაგურ მატჩს თამაშობდნენ და არა მსოფლიო ჩემპიონატისას.
ასევე არ მომეწონა გუნდის შეთამაშება, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ყველა რონალდუზე თამაშობდა, არადა გოლის გატანა გუნდს სჭირდებოდა და არა პირადად მას.
ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, სხვანაირად წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია..." - ტიერი ანრი
ამ ფრით პორტუგალიამ ჯგუფური ეტაპის სტარტზევე აუტკივარი თავი ატიკივა, ხოლო რონალდუს მისამართით კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა. მომდევნო ტურებში ფავორიტს რეაბილიტაციისთვის მაქსიმუმის გაღება მოუწევს, სადაც პორტუგალიის ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდება.