Belive

"პარიზულმა გუნდმა ჩვენზე უკეთ ითამაშა" - დიეგო სიმეონე

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, პარიზელებმა მადრიდის ატლეტიკო 4:0 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ ორი ასისტი გაიფორმა, ჯერ მე-19 წუთზე ფაბიან რუისს გაატანინა, ხოლო 45+1-ზე ვიტინიას. ქართველი ფეხბურთელი 72-ე წუთზე შეცვალეს და შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

პსჟ-მ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, ორი გოლი გავუშვით და შედეგზეც გავლენა იქონია. მეორე ტაიმში შევძელით გოლის გატანა და ანგარიშში სხვაობის შემცირება, მაგრამ მსაჯმა არ ჩაგვითვალა. ძალიან რთული თამაში იყო, ლენგლეს გაძევების შემდეგ კი ყველაფერი უფრო გართულდა. პარი სენ-ჟერმენს ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და თავიანთი საქმე შესანიშნავად შეასრულეს. პარიზულმა გუნდმა ჩვენზე უკეთ ითამაშა.

პსჟ შესანიშნავი გუნდია და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, როდესაც ლუის ენრიკეს მარცხენა ფლანგზე პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა, პსჟ-მ იანვარში 70 მილიონი ევრო დახარჯა და კვარაცხელია გაიფორმა. ტრანსფერების შემდეგ საჭიროა, რომ ფეხბურთელები მაღალ დონეზე ათამაშო, ისინი კი ამას შესანიშნავად ახერხებენ. - დიეგო სიმეონე - ატლეტიკო მადრიდის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები