Belive

"2 მილიარდი ვიშოვეთ და კლუბებიც კმაყოფილი არიან" - ინფანტინომ ტურნირი შეაჯამა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც ამერიკაში 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასასრულს მიახლოვდა. 13 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ერთამენთს პსჟ და ჩელსი დაუპირისპირდებიან. ფიფას ხელმძღვანელმა, ჯანი ინფანტინომ ტურნირი შეაჯამა და წარმოადგინა არგუმენტები, თუ რატომ იყო პროექტი წარმატებული.

ჩვენ 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვიმუშავეთ. 31 მილიონი დოლარი თითო მატჩზე, ვერცერთი ტურნირის შემოსავალი ამას ვერ შეედრება. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ კლუბები კმაყოფილები არიან.

მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს. ჩვენ მათაც კი ვიღებთ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, მე ვიცავ იმას, რასაც ფიფა აკეთებს.

გულშემატკივართა მხრიდან არცერთი სერიოზუული ექსესი არ დაფიქსირებულა, ვფიქრობ, რომ ასე იქნება ბოლომდე. პსჟ-ს და ჩელსის გულშემატკივრები თავიდანვე თავიდანვე გამორჩეულები იყვნენ. - განაცხადა ჯანი ინფანტინომ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (32-გუნდიანი ფორმატით) პირველად ტარდება. გამარჯვებული გუნდი 200 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს და 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს.

სხვა სტატიები