ლუკას დინის ტრანსფერი უკვე სანანებელია? - ფრანგი მონაკოსთან განაცხადში არაა
ლუკას დინის დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება პარი სენ-ჟერმენში, მოულოდნელი კრიზისით იწყება - ფრანგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკვე დაკარგა. ვეტერანი მცველი, რომელიც პარიზელებს მიმდინარე ზაფხულს ასტონ ვილადან შეუერთდა, უახლესი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა (მონაკოსთან), რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი შინ დაბრუნება ჯერჯერობით ვერ ამართლებს.
ლუის ენრიკეს პრინციპული გადაწყვეტილება
33 წლის მცველის დაბრუნებამ „პარკ დე პრენსზე“, პირველივე კვირებში სერიოზული კითხვები გააჩინა: გუნდის ესპანელმა თავკაცმა, ლუის ენრიკემ, ის პარასკევს მონაკოსთან გასამართი პრინციპული დაპირისპირების განაცხადშიც კი არ შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა პარიზულ კლუბთან 2029 წლამდე გათვლილი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით მთავარი მწვრთნელის ნდობა ვერ დაიმსახურა.
L’Équipe-ის ინფორმაციით, ყოფილი ბირმინგემელის გუნდს მიღმა დატოვება სრულად „სპორტულ კრიტერიუმებს“ უკავშირდება და მიზეზი პარიზში მისი მეორე ვოიაჟის სუსტი დებიუტია. ფრანგის ამბიციებს, დაემკვიდრებინა ადგილი სასტარტო თერთმეტეულში, ცივი წყალი ლიგა 1-ის პირველ ტურშივე გადაესხა, როდესაც რენის წინააღმდეგ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მომდევნო კვირას, ლილისთან მატჩში, ის 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როდესაც პსჟ 0:2-ს აგებდა - მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ არ წააგო, ლუკა დინის კონტრიბუცია ამაში არ ყოფილა.
🚨🚨 L’ABSENCE DE LUCAS DIGNE 🇫🇷 DANS LE GROUPE FACE À MONACO (alors que Mendes 🇵🇹 est suspendu)…
— Actu Foot (@ActuFoot_) September 4, 2026
EST UN CHOIX DE LUIS ENRIQUE 🇪🇸 !!!!! 😱❌
🗞️ @Djaameel_ pic.twitter.com/MZyzI1tF3F