Belive

პარი სენ ჟერმენმა ლუკას ერნანდესი გაიფორმა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ლუკას ერნანდესი კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში'' გააგრძელებს.

პარიზული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

,,ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ! ,,პსჟ-ში გადმოსვლას დიდი ხანია ველი და საბოლოოდ ეს მოხდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ,'' - განაცხადა ერნანდესმა.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ,,პარი სენ ჟერმენმა'' მცველის სანაცვლოდ ,,ბაიერნს'' 50 მილიონ ევრომდე გადაუხადა.

გასულ სეზონში ერნანდესმა ,,რეკორდმაისტერის'' მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები