ლუის ენრიკე: ,,დემბელე მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მისი გუნდის შემტევზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა:
,,ჩემს შეხედულებაზე ვრჩები: უსმან დემბელე მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია! ეს ეჭვგარეშეა!
მას არ აინტერესებს შეცდომები, წინსვლას აგრძელებს და მცდელობას არ აკლებს... დემბელე კრიტიკას არ უსმენს და ყოველთვის კარგ თვისებებს ავლენს.'' - ლუის ენრიკე
მიმდინარე სეზონში უსმან დემბელეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.