კოლო მუანი კარიერას პარი სენ ჟერმენში გააგრძელებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენი'' ,,აინტრახტს'' რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, პარიზულ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 15 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
24 წლის თავდამსხმელმა ,,პსჟ-ში'' სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
კოლო მუანიმ გასულ სეზონში ,,აინტრახტის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანადა 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Randal Kolo Muani to PSG, here we go! Deal in place for €90m package, €75m fixed & €15m add-ons 🚨🔴🔵 #PSG
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 1, 2023
Five year deal agreed weeks ago and deal now completed.
Medical tests already passed in Paris, approved by Eintracht. pic.twitter.com/d6u3Rts7e5