Belive

პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიესთან თანამშრომლობა გაწყვიტა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენმა" და კრისტოფ გალტიემ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. პარიზულმა კლუბმა ფრანგ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

"მთელი "პარი სენ-ჟერმენი" კრისტოფ გალტიესა და მის თანაშემწეებს, სეზონის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდით. მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს მათ კარიერაში." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

პარიზულ კლუბთან ერთად გალტიემ საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები