Belive

პარი სენ-ჟერმენი, დეზირე დუესთვის, ახალ კონტრაქტს ამზადებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა, დეზირე დუესთან, გრძელვადიან კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის მიხედვითაც, ფრანგი ფეხბურთელი კლუბში 2031 წლამდე დარჩება. პარიზული გუნდი თავმდამსხმელისთვის ხელფასის გაზრდასაც აპირებს, რათა მისი ანაზღაურება, გუნდში, მის როლსა და მნიშვნელობას შეესაბამებოდეს. დუეს, მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, პსჟ-სთან კიდევ სამი წელი აკავშირებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს სურს, რომ გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშესთან შეთანხმებას უფრო ადრე მიაღწიოს.

21 წლის ფეხბურთელმა, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში უკვე ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სისტემაში თავი დაიმკვიდრა. ჯერჯერობით, ზუსტი თანხა არ არის ცნობილი, მაგრამ კლუბის მხრიდან, ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია დეზირე დუე პარიზული გუნდისთვის.

ახლა, გადაწყვეტილება თავად დუეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი ისიც, რომ ფეხბურთელსა და კლუბს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ერთნაირი ხედვა აქვთ. დუეს კარიერის გაგრძელება პარიზში სურს. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ მხარეები, აღნიშნულ საკითხზე, სწრაფად შეთანხმდებიან.

სხვა სტატიები