ბარსელონამ უეფაში პსჟ-ს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
ბარსელონამ უეფაში პსჟ-ს წინააღმდეგ საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც პარიზელთა გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ საშინელებათა თემატიკის პროვოკაციული სანახაობა მოაწყვეს.
ერთ-ერთი კარის უკან გაშლილ უზარმაზარ ბანერზე ნიღბიანი პირი იყო გამოსახული, რომელიც ჯაჭვური ხერხით ბარსელონას ემბლემას ანადგურებდა. ბანერს თან ახლდა წარწერა: „ხოცვა-ჟლეტა პარიზულ სტილში“. გულშემატკივრებმა პიროტექნიკაც გამოიყენეს, რამაც სტუმართა დელეგაციის უკმაყოფილება გამოიწვია. ESPN-ის ცნობით, სწორედ ამის შემდეგ მიმართა ბარსელონამ უეფას საჩივრით.
მატჩი ორივე გუნდისთვის ფიზიკურად მძიმე აღმოჩნდა. პსჟ-ს ტრავმების გამო უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და მარკინიოსი გამოაკლდნენ, ბარსელონას მხრიდან კი დანი ოლმო დაშავდა და შეხვედრა 27-ე წუთზე დატოვა. ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული ყურადღება კვარაცხელიას ტრავმამ მიიპყრო. პსჟ-მ დაადასტურა, რომ კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდება. ქართველი ფეხბურთელი მოედანს შესაძლოა, 6-დან 9 თვემდე ვერ დაუბრუნდეს.
„პარკ დე პრენსზე“ მარცხით, ბარსელონამ სეზონში პირველი შეხვედრა წააგო და ზედიზედ 11-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ახლა ორივე გუნდი შიდა ჩემპიონატზე გადაერთვება. ბარსელონა მომდევნო ტურში, „ელ კლასიკოში“, რეალ მადრიდს უმასპინძლებს, პსჟ კი ლიგა 1-ში, ლიონს დაუპირისპირდება.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Barcelona have filed a formal complaint against PSG for their violent tifos.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 20, 2026
'Massacre in the Parisian way' and 'F*ck Barça!' posters were spread all throughout the stadium.
— @esport3 pic.twitter.com/Xpo2KqcSZS