Belive

პარი სენ-ჟერმენი ბრაზილიელი ტალანტისთვის ბრძოლაში ჩაერთო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კორინთიანსის" ამომავალი ვარსკვლავი - გაბრიელ მოსკარდო ევროპული გრანდების სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბები და "პარი სენ-ჟერმენი" 2005 წელს დაბადებული ჩამშლელი ნახევარმცველის ტრანსფერზე იბრძვიან.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოსკარდოსთვის გაჩაღებულ ბრძოლაში, პარიზული გრანდის მთავარი კონკურენტი "ჩელსია", თუმცა ინგლისელები მოსკარდოს შესაძენად წინადადებით მიმართვას უახლოეს მომავალში არ აპირებენ, რაც "პარი სენ-ჟერმენს" მომგებიან სიტუაციაში ამყოფებს. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ლუის კამპოსი ახალგაზრდა ფეხბურთელს თვეების განმავლობაში აკვირდება.

სხვა სტატიები