Belive

"ვფიქრობ, მბაპემ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა" - ლა ლიგის პრეზიდენტი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპესა და მადრიდის "რეალის" გარშემო სპეკულაციები არ ცხრება - ფაქტობრივად ყველა ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი აღნიშნავს, რომ ფრანგი ვარსკვლავი მომავალ სეზონში "რეალს" შეუერთდება. მედია საშუალებები კილიან მბაპეს შესაძლო ანაზღაურებასაც ასახელებენ, რაც მხოლოდ ხელფასის სახით, წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.

კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, კომენტარი ლა ლიგის პრეზიდენტმაც გააკეთა. ხავიერ ტებასი მიიჩნევს, რომ მბაპესა და "რეალს" შორის ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და სუპერვარსკვლავმა კონტრაქტს ხელი მოაწერა.

მაქვს განცდა, რომ მბაპემ "რეალთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. - ხავიერ ტებასი.

სხვა სტატიები