Belive

პაოლო ბარგიჯა: რა სხვაობაა დი მარიასა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა - პაოლო ბარგიჯამ, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" საზაფხულო ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რა განსხვავებაა ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ - ანხელ დი მარიასა და 21 წლის ვარსკვლავ - ხვიჩა კვარაცხელიას შორის.

პაოლო ბარგიჯა იტალიურ კლუბებს შორის, წლების განმავლობაში ყველაზე მეტად "ნაპოლის" აკრიტიკებდა, თუმცა ახლა ბარგიჯამ სოციალურ ქსელში "ნაპოლის" მესვეურები წარმატებული საზაფხულო ტრანსფერებისთვისა და სწორი მენეჯმენტისთვის შეაქო.

"ვიღაცამ იცის როგორ უნდა ივაჭროს, ხოლო ვიღაცამ არა: "იუვენტუსმა" 34 წლის დი მარია 1-წლით დაიმატა და მას წელიწადში 7.5 მილიონს უხდის, რომელიც ზრდადობის გათვალისწინებითა და გადასახადების ჩათვლით 12 მილიონამდე ადის. და ნაპოლიმ დაიმატა ისეთი ფენომენი, როგორიც 21 წლის კვარაცხელიაა. მათ ეს ტრანსფერი 9 მილიონი დაუჯდათ, რომელიც ბონუსების ჩათვლით, მხოლოდ 2 მილიონით შეიძლება გაიზარდოს, ხოლო წელიწადში მისი ხელფასი 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. სად არის შეცდომა?! მშვენიერია, ტურინში".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს, რითიც იგი ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სხვა სტატიები