ანჩელოტიმ რეალში მარკო ვერატის მოყვანა მოითხოვა
მადრიდის "რეალის" 63 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, "სამეფო კლუბში" იტალიელი ნახევარმცველის - მარკო ვერატის მიყვანა მოითხოვა.
ლეგენდარულ სპეციალისტს პრეკონფერენციის დროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მარტო ვერატი მისი ერთ-ერთი საყვარელი ნახევარმცველია.
ცნობილი ესპანური გამოცემების მიხედვით, კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტს - ფლორენტინო პერესს სთხოვა, რომ მას კლუბში ვერატი სჭირდებოდა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა როგორც ცნობილია, მადრიდის "რეალსა" და "პსჟ"-ს მესვეურებს საკმაოდ ცუდი ურთიერთბა აქვთ და შესაძლოა ეს ტრანსფერი მხოლოდ ამ მიზეზით არ შედგეს.
შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა იგი "პსჟ"-ში ყოფნით უკმაყოფილოა და ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.
მარკო ვერატი "პსჟ"-ში 2012 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მან 273 მატჩი ჩაატარა.