პალმერმა, ფოდენმა და უოტკინსმა ინგლისის ნაკრების შეკრება დატოვეს
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში, ინგლისის ნაკრები: საბერძნეთის, ირლანდიისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
7 სექტემბერს "სამი ლომი" სტურად ირლანდიას, ხოლო 10 სექტემბერს ფინეთს შინ დაუპირისპირდება.
ლი კარსლის მიერ გაწვრთნილ ინგლისის ნაკრებს, პირველ ორ მატჩში: ფილ ფოდენი, ოლი უოტკინსი, კოულ პალმერი და ჯუდ ბელინგემი ვერ დაეხმარებიან.
ჯუდ ბელინგემს უკვე საკმაოდ პერიოდია რაც ტრავმა აწუხებს, ფოდენმა, უოტკინსმა და პალმერმა კი ინგლისის ნაკრების შეკრება დაიწყეს, თუმცა მოულოდნელად მათ შეკრება იძულებით დატოვეს.
როგორც ირკვევა, ფილ ფოდენს მაღალი ტემპერატურა აწუხებს და ვირუსი აქვს, პალმერი და უოტკინსი კი კლუბებში დაბრუნდნენ, რადგან მათ შეკრებაზე ტრავმა მიიღეს და რეაბილიტაციის პროცესს კლუბებში გააგრძელებენ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ დაშავებულ ფეხბურთელებს სხვა მოთამაშეებით არ ჩაანაცვლებს.
Cole Palmer, Ollie Watkins and Phil Foden have all left the England camp with injury and illness. ❌🏴 pic.twitter.com/4CRtuCtSAA
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) September 3, 2024
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისის ნაკრებს, მოედანზე პირველად გაიყვანს ლი კარსლი, რომელიც ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო და გარეთ საუთგეიტი სწორედ მან ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლი კარსლი სწორედ იმ ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა, რომელმაც 2023 წელს საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მოიგო.