Belive

ანტონიო რუდიგერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო რუდიგერი გერმანიის ნაკრებიდან მიდის. ცენტრალურმა მცველმა გადაწყვიტა მთელი მისი ფოკუსი რეალ მადრიდისკენ მიმართოს და საკლუბო კარიერაზე კონცენტრირდეს. ტონი ეროვნულ ნაკრებს საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გამოემშვიდობა.

ფიქრისთვის გამოყოფილი გარკვეული დროის შემდეგ, დადგა მომენტი, დავასრულო ჩემი კარიერა ეროვნულ ნაკრებში და გზა დავუთმო ახალგაზრდა თაობას.

როდესაც 2014 წელს, პირველად მოვირგე გერმანიის ნაკრების მაისური, ჩემს ყველაზე გიჟურ სიზმრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს საბოლოოდ 86 საერთაშორისო მატჩამდე მიმიყვანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურნირებზე დიდი ტიტულის გარეშე დავრჩით და რამდენიმე მტკივნეული მარცხის გადატანა მოგვიწია, ეს პერიოდი ჩემთვის წარმოუდგენლად განსაკუთრებული იყო.

უღრმესი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს თითოეული გაზიარებული ორთაბრძოლისთვის, გასახდელსა და სასტუმროში არსებული თანადგომისთვის და რაც ყველაზე მთავარია, იმ მეგობრობისთვის, რომელიც მოედანს მიღმაც გაგრძელდა.

მადლობა მთელს სამწვრთნელო შტაბს და სტაფის თითოეულ წევრს. მადლობა წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის და კულისებს მიღმა გაწეული შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა იოახიმ ლიოვს, ჰანსი ფლიკსა და იულიან ნაგელსმანს.

და რა თქმა უნდა თქვენ, გულშემატკივრებს. მადლობა მხარდაჭერისთვის - განსაკუთრებით შინ ჩატარებული ევრო 2024-ის დაუვიწყარი ატმოსფეროსთვის.

ჩემთვის ახლა ახალი თავი იწყება, რომელშიც სრულად ჩემს კლუბზე ვიქნები კონცენტრირებული.

მადლობა ერთად გავლილი გზისთვის.

თქვენი ტონი. - წერს ანტონიო
View this post on Instagram

A post shared by Antonio Rüdiger (@toniruediger)

ანტონიო რუდიგერმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 12-წლიანი კარიერა დაასრულა, სადაც 2014 წლის 13 მაისიდან 2026 წლამდე ჩატარებულ 86 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა ეროვნულ გუნდთან ერთად 2017 წელს ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო, ასევე მონაწილეობა მიიღო ორ მსოფლიო (2018, 2022) და ორ ევროპის (2020, 2024) ჩემპიონატზე.

სხვა სტატიები