ძალიან უცნაური შემთხვევა | ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი ჰოსპიტალიზირებულია
ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჰოსამ ჰასანი ჩრდილოეთ სანაპიროს ერთ-ერთ კურორტზე, სასტუმროში აბსურდულ და საკმაოდ მძიმე ოჯახურ კონფლიქტში გაეხვა.
'Sky Sports'-ისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰასანი და მისი ამჟამინდელი მეუღლე, დან-ადამი, ცნობილი ეგვიპტელი არტისტის, მოჰამედ რამადანის შოუს შემდეგ სასტუმროს კაფეში ისვენებდნენ, როდესაც მათთან მწვრთნელის ყოფილი ცოლის, ჰუვაიდას შვილები მივიდნენ. მათ ჰასანს სკამიდან წამოდგომა და მათთან ერთად წასვლა იძულებით მოსთხოვეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
🚨💣 CHAOS IN EGYPT!
— Topskills Sports UK (@topskillsportuk) August 17, 2026
Hossam Hassan, coach of the Egyptian national team, watched his two wives erupt into a violent fight at a hotel on the North Coast.
The stress proved too much — Hassan fainted on the spot and was rushed to hospital, while police detained both women. 😱🔥 pic.twitter.com/EkMDEj8Ftf
ვითარება მალევე გადაიზარდა მასშტაბურ და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჰასანის ყოფილ ცოლსა და მის მოქმედ ცოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, სადაც რამდენიმე ადამიანი ჩაერთო. მწვრთნელის მოქმედი მეუღლის თქმით, მას სახეში ცხელი ყავა შეასხეს, სცემეს, თმით ითრიეს და იატაკზე დააგდეს, ქაოსში კი მათ მცირეწლოვან შვილებსაც შეეხნენ.
ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში თავად ჰოსამ ჰასანი აღმოჩნდა. ორ ცეცხლს შუა ჩავარდნილმა ეგვიპტის ნაკრების თავკაცმა, რომელიც უმწეოდ ცდილობდა მხარეების გაშველებას და ვერ გადაეწყვიტა, ვინ დაეცვა, ნერვიულობისა და სტრესისგან გონება დაკარგა და ძირს გულწასული დაეცა. ადგილზე ვითარების განსამუხტავად და ჩხუბის შესაჩერებლად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, თავად მწვრთნელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გულზე სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.
ინციდენტის შემდეგ ჰასანის ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში საჩივარი შეიტანა, თუმცა მოგვიანებით ბრალდებები ნებაყოფლობით მოხსნა. რაც შეეხება ჰასანის ახლანდელ ცოლს, მან მედიასთან დეტალურად ისაუბრა გადატანილ ძალადობაზე და აღნიშნა, რომ საქმეში პოლიციაა ჩართული, თავად კი მომხდარის სამართლიან გამოძიებასა და შეფასებას ელოდება.
ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა იგი კლინიკაში რჩება და სამედიცინო კვლევებს იტარებს.