Belive

პალმეირასის ფეხბურთელი: "მინდოდა მესისთვის გამეტანა, რადგან კრიშტიანუს ფანი ვარ"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბოლო მატჩში ინტერ მაიამი პალმეირასს მე-80 წუთამდე 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, მეტოქემ 2 გოლი გაუტანა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ამ შედეგით მაიამის გუნდმა 5 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პალმეირასის 28 წლის მცველმა მურილიომ აღნიშნა, რომ მას ძალიან სურდა ინტერ მაიამის წინააღმდეგ გოლის გატანა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გამოუვიდა, ამ ყველაფერს კი საინტერესო მიზეზით ხსნის.

"მე რონალდუს ბანაკის წევრი ვარ, რადგან ბავშვობიდან მიყვარს მისი თამაში და მისი დიდი გულშემატკივარი ვარ.

ინტერ მაიამის წინააღმდეგ სწორედ ამიტომ მინდოდა გოლის გატანა, რომ მესის კიდევ ერთხელ ენახა "Siuuuu" აღნიშვნა.

სამწუხაროა, რომ ეს არ გამომივიდა და ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დავტოვე..." - მურილიო

ხავიერ მასკერანოს გაწვრთნილი გუნდი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები