Belive

პალმეირასი 3:0-ს აგებდა | საოცარი ქამბექი ბრაზილიაში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ჩემპიონატის 31-ე ტურში, ჩემპიონობის ორი მთავარი კონკურენტი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ბოტაფოგომ საკუთარ არენაზე პალმეირასს უმასპინძლა. მატჩი საინტერესოდ განვითარდა პირველი ტაიმი მასპინძელმა გუნდმა 3:0 მოიგო, კარლოს ედუარდოს, ჩე ჩეს და ჟუნიორ სანტოსის გოლებით.

მეორე ტაიმში მადრიდის "რეალის" საკუთრებამ 17 წლის ენდრიკმა შესანიშნავად ითამაშა და პალმეირასის ქამბექში უდიდესი წვლილი შეიტანა. პირველი გოლი 50-ე წუთზე გაიტანა, 84-ზე კი დუბლი შეასრულა, 90-ე წუთზე ხოსე ლოპესმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ხოლო მატჩის ბოლო წამზე დამატებულ მე-9 წუთზე მურილომ გამარჯვების გოლი გაიტანა და პალმეირასმა შეხვედრა 3:4 მოიგო.

პირველადგილოსან ბოტაფოგოს 59 ქულა აქვს, ამ გამარჯვებით პალმეირასმა 56 ქულა დააგროვა, მაგრამ 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები