111-წლიან ისტორიაში სანტოსი დაბალ ლიგაში პირველად დაქვეითდა
ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2023 წლის სეზონი ისტორიული ფაქტით დასრულდა - ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ,,სანტოსი'' სერია B-ში დაქვეითდა, რაც კლუბის შექმნიდან (111 წლის წინ) დღემდე პირველი შემთხვევაა (ახლა უკვე ორი გუნდია ისეთი, რომელიც სერია ა-დან არასდროს გავარდნილა - ფლამენგო და სან პაულუ).
,,სანტოსმა'' ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ,,ფორტალეზასთან'' 1:2 წააგო, მისმა უშუალო კონკურენტებმა - ,,ბაიამ'' და ,,ვასკო და გამამ'' კი საკუთარი მატჩები მოიგეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. დღეს მოგების შემთხვევაში, ლეგენდარული პელეს გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებდა.
ბრაზილიის ჩემპიონი ,,პალმეირასი'' გახდა (ისტორიაში მეთორმეტედ), რომელმაც ტიტულის დაცვა შეძლო.
ქვედა ლიგაში, ,,სანტოსის'' გარდა, ,,ამერიკა მინეირო'', ,,გოიასი'' და ,,კორიტიბა'' დაქვეითდნენ. პირველი ოთხეული კი ,,პალმეირასმა'' (70 ქულა), ,,გრემიომ'' (68 ქულა), ,,ატლეტიკო მინეირომ'' (66 ქულა) და ,,ფლამენგომ'' (66 ქულა) დააკომპლექტეს.
ჩემპიონატის ბომბარდირი 20 გოლით ,,ატლეტიკო მინეიროს'' თავდამსხმელი, პაულინიო გახდა.
🚨⚪️⚫️ Santos have been relegated for the first time in 111 years of club’s history.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 7, 2023
O Rei Pelé and Neymar Júnior’s club will play in the second division. 🇧🇷 pic.twitter.com/pKTuRKt34O