Belive

ნეიმარის და ენდრიკის გარეშე - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჯუნიორმა ნეიმარი და ენდრიკი ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ბრაზილია 15 ნოემბერს ჯერ ვენესუელას შეხვდება, 20 ნოემბერს კი ურუგვაის.

მიზეზი ორივე ფეხბურთელის უთამაშებლობაა, 18 წლის ენდრიკმა მადრიდულ კლუბში მხოლოდ 107 წუთი ითამაშა და ბოლო ოთხი მატჩი საერთოდ გამოტოვა. 32 წლის ნეიმარს კი ტრავმის გამო 1 წელი გაუცდა და 21 ოქტომბერს დაბრუნდა, ის მატჩში 77-ე წუთზე ჩაერთო.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

ის პრაქტიკულად სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას მხოლოდ რამდენიმე წუთი მიეცა სათამაშო დრო, მაგრამ ნაკრებში გამოძახებაზე ბევრი ვიფიქრეთ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ჯერჯერობით ჯობია, რომ არ წაგვეყვანა, რადგან სათამაშო ფორმა უნდა დაიბრუნოს. მისი დონის ფეხბურთელს ყოველთვის ექნება ნაკრებში ყოფნის შესაძლებლობა, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. - დორივალ ჟუნიორი - ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ბრაზილიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ბენტო ("ალ ნასრი"), ედერსონი ("მანჩესტერ სიტი"), ვევერტონი ("პალმეირასი")

მცველები: დანილო ("იუვენტუსი"), ვანდერსონი ("მონაკო"), აბნერი ("ლიონი"), გილერმე არანა ("ატლეტიკო მინეირო"), ედერ მილიტაო ("რეალი"), გაბრიელ მაგალაეში ("არსენალი"), მარკინიოსი ("პარი სენ-ჟერმენი"), მურილო ("ნოტინგემ ფორესტი").

ნახევარმცველები: ანდრე ("ვულვზი"), ანდრეას პერეირა ("ფულემი"), ბრუნო გიმარაეში ("ნიუკასლი"), გერსონი ("ფლამენგო"), ლუკას პაკეტა ("ვესტ ჰემი") და რაფინია ("ბარსელონა")

თავდამსხმელები: ესტევაო ("პალმეირასი"), იგორ ჟესუსი ("ბოტაფოგო"), ლუის ენრიკე ("ბოტაფოგო"), როდრიგო (მადრიდის "რეალი"), სავინიო ("მანჩესტერ სიტი") და ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის "რეალი").

სხვა სტატიები